ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა კაცი მათ კორპუსში არ ცხოვრობს და ის შემთხვევით იპოვეს.
მამაკაცი კორპუსთან სავარაუდოდ ტაქსით მივიდა.
წერეთლის უნივერსიტეთან მდებარე კორპუსთან საპატრულოსა და სასწრაფოს ეკიპაჟები იყო მობილიზებული. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.










