ქუთაისში ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სიყვარულის ბაღში კამპანიის „უხილავნი ჩვენს შორის“ არტ-ინსტალაცია მოეწყო. მუყაოსაგან გამოჭრილ ადამიანის ფორმის მქონე ფიგურებზე იმ ადამინების ისტორიები იყო დატანილი, ვინც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა . კამპანიას შეუერთდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი. მათ ადგილობრივებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ავტომობილი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი
გლდანთან, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...









