ქუთაისში ტრანსპორტის სვლაგეზები იცვლება – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“25 დეკემბერს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიის ფარგლებში, დაგეგმილია საახალწლო ღონისძიებების ჩატარება.
N⁰1L ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰3 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰4 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით, აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰5 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰41 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰113 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰6 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩის გავლით , ვარლამიშვილის მოედანზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰19 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს ბროსეს ქუჩის გავლით, ფალიაშვილის ქუჩაზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰ 41 ავტობუსი, ნაცვლად თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს ვარლამიშვილის ქუჩაზე და გაივლის გელათის ქუჩას. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.










