გუგუნავას ქუჩაზე 12 ნომერში სადაც, ადრე დევნილები ცხოვრობდნენ , ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად სამუშაოები რამოდენიმე თვის წინ დაიწყო. მეგა ტვ _ის გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა. რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასასრულს უახლოვდება. როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, სოციალური საცხოვრისი სრულად დააკმაყოფილებს ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობას.
“ობლად დარჩენილი ოთხი პატარა” – ცნობილია ავარიაში დაღუპული ცოლ-ქმრის ვინაობა
მესტიისა და ჭუბერის გზაგასაყარზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია ცოლ-ქმარი. წყვილი ავტომობილით მდინარე ნენსკრაში გადავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები უკვე ამოასვენეს. “მეგანიუსის” ინფორმაციით დაღუპულები არიან მზეო უმფრიანი და ლევან ასათიანი. ...