“კლინიკა ბომონდში“ სისხლის ბანკი გაიხსნა.
შპს „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ მორიგ ფილიალში მსურველთა მხრიდან სისხლის ჩაბარება ყოველდდღიურად ხდება.
დონორს უფასოდ უტარდება შემდეგი კვლევები: სისხლის ჯგუფი და რეზუსი, შიდსი, სიფილისი, B და C ჰეპატიტები, H გემოგლობინი. დონორზე ასევე გაიცემა კვების კომპენსაცია 50 ლარის ოდენობით.
ცნობისთვის, სისხლის გაღება 18 წლიდან 65 წლამდე ასაკის ჯანმრთელ ადამიანს ყოველ 2 თვეში ერთხელ შეუძლია. პროცედურა სრულიად უსაფრთხოა. სისხლის ჩასაბარებლად აუცილებელი ყველა აღჭურვილობა ერთჯერადი გამოყენების არის, რაც რაიმე ტიპის გართულების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
სისხლის გაღების მსურველებს სისხლის ბანკისთვის მიმართვა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 15:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00-დან 13:00 საათამდე შეუძლიათ.
საკონტაქტო ტელეფონი: 568 291 122.