ქუთაისში 28 დეკემბერს საქართველოსთვის ერთობის ჯაჭვს შეკრავენერთობის.
15:00 საათზე ჯაჭვი წითელ ხიდზე, გალაკტიონ ტაბიძის მუზასთან, შოთა რუსთაველის ხიდსა და რუსთაველის გამზირზე შეიქმნება.
საქართველოში უკვე თითქმის ერთი თვეა საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები ქუჩაში 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ გამოვიდნენ, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აჩერებს და სამთავრობო გრანტებზე უარს აცხადებს.
პროტესტი ქვეყანაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციებზე მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს სასტიკად გაუსწორდნენ და ძალის გამოყენებით დააკავეს.
მოქალაქეები ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანივშვნას და ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლებას მოითხოვენ.