ქუთაისში სასტუმრო “თბილისის” დემონტაჟი გრძელდება. როგორც ცნობილია ასათიანისა და აღმაშენებლის კვეთაზე, არსებული შენობის ადგილას კორპუსი უნდა აშენდეგს.
როგორც რამდენიმე თვის წინ დემონტაჟის სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, სასტუმროს ყოფილი შენობა ამორტიზებულია და მისი სრული დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.
ქუთაისში, სასტუმრო თბილისის შენობა, მიმდინარე წლის ზაფხულში 2 მილიონ 155 ათას ლარად გაიყიდა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით შენობა შპს ,,პრემიუმ კონსტრაქშენმა” შეიძინა.










