ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე საკონდიტრო „რაფაელო“ გაქურდეს. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ამ დრომდე დაუდგენელი პირები ნამცხვრის სახლში კარის გატეხვის შედეგად შევიდნენ.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალები მუშაობენ.








