გვერდი ,,არა რუსულ რეჟიმს’’ განცხადებას ავრცელებს და მოითხოვენ, რომ ქუთაისში ნაძვის ხე ღონისძიებების გარეშე აინთოს. მათივე თქმით, საზეიმოდ ნაძვის ხის ანთება აღქმული იქნება პროვოკაციად და გამოიწვევს საზოგადოების გაღიზიანებას.
“ქუთაისი მუნიციპალიტეტის მერიამ, ქვეყანაში მიმდინარე რთული პოლიტიკური, კონსტიტუციური და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისების ფონზე, 21 დეკემბერს ქალაქში ნაძვის ხის საზეიმო ანთება დაანონსა.
ეს მაშინ როცა, დედაქალაქში რეპრესიების, ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის შედეგად 500-მდე ადამიანია დაშავებული.
მოვუწოდებთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, იხელმძღვანელოს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით და ღონისძიებების გარეშე გაანათოს ნაძვის ხე.ვინაიდან ცენტრალური მოედანი ახლოსაა ქუთაისის მერიის შენობასთან, სადაც ყოველდღე, უწყვეტად, რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამო იკრიბება ადამიანები, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება საზეიმო ვითარებაში აანთოს ნაძვის ხე, აღქმული იქნება პროვოკაციად, რომელიც საზოგადოების გაღიზიანებას ისახავს მიზნად.
მოვითხოვთ აანთოთ ნაძვის ხე ღონისძიების გამართვის გარეშე.” – ნათქვამია გავრცლებულ განცხადებაში.
“21 დეკემბერს ქუთაისში გელოდებით ცენტრალურ მოედანზე 14:00 საათიდან. შევუქმნათ პატარებს საზეიმო განწყობა. ერთად ავანთოთ ნაძვის ხე დაერთად ვიზეიმოთ დამდეგი ახალი წელი!” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.









