ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დისკუსია გამართა. შეხვედრაზე ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სამართლიანმა არჩევნებმა შეიმუშავა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არა შერეული არამედ მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. გაუქმდა მაჟორიტარული სისტემა. შედეგად ამომრჩეველი არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას, მაჟრიტარობის კანდიდატ , არამედ მხოლოდ პარტიას მისცემს ხმას. პარტია კი მის მიერ აღებული ხმების შესაბამისი დეპუტატების რაოდენობის შეყვანას შეძლებს პარლამენტში.
ქუთაისში კაცი დაჭრეს
ქუთაისში 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ბალახვანის ცენტრში, მე-12 საჯარო სკოლის წინ მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ...









