ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები უკვე მუშაობენ . იქ არსებული ინვენტარის აღწერის შემდეგ მონაცემებს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემენ. ეს უკანასკნელი კი შენობას დაკონსერვებულად გამოაცხადებს.
შენობაში ადგილზე დასაქმებულების გარდა არავის უშვებენ. სამეურნეო აპარატში დასაქმებულებს მედიასთან ღიად საუბარი არ სურთ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების შესახებ განაცხადის შემდეგ ქუთაისში, დაიწყო სამოქალაქო მოძრაობა- ,,დატოვე პარლამენტი ქუთაისში” , მათ მოთხოვნას ანგარიში არავინ გაუწია.
ციტა ცნის წინ, ხელისუფლებამ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰაბის განთავსება დააანონსა, როგორც სჩანს არც ეს იდეა აღმოჩნდა უმრავლესობისათვის მისაღები.
ქუთაისში მოძრაობის სლოგანი შეიცვალა და ახლა აქტივისტები მოითხოვენ: ,,დააბრუნე პარლამენტი ქუთაისში!”