ქუთაისში, ოქროს ბირჟის კლასტერი გაიზარდა. სავაჭრო ცენტრ “გრანდმოლის” ტერიტორიაზე განთავსებული ოქროს ბირჟიდან “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 5 დასაქმებული შეიყვანეს.
კლინიკის სტაციონარში დადასტურებული კოვიდ 19-ით 79 პაციენტი მკურნალობს.
“კრიტიკულად მძიმეა 1 პაციენტის მდგომარეობა. დღეს ველოდებით გამოჯანმრთებაზე 4 ბავშვის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, ხოლო სასტუმროში, კარანტინში გადავა მსუბუქი სიმპტომის მქონე რამდენიმე პაციენტი,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.