ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში ქუთაისში „ნატოს სკოლა 2019“ გაიხსნა, მასში მონაწილეობას ქუთაისის 20 საჯარო სკოლის ამდენივე მოსწავლე მიიღებს.
მსმენელები ორი დღის მანძილზე გაეცნობიან ნატოს შექმნის ისტორიას, საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის ეტაპებს და იმ მითებს, რაც საზოგადოებაშია გავრცელებული. ორდღიანი ტრენინგის შემდეგ სკოლის მონაწილეები თემატურ პრეზენტაციას მოამზადებენ და თანატოლებს თავად მიაწოდებენ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ.
სკოლა საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს მიერ არის ორგანიზებული, და მის პარტნიორი ქალაქ ქუთაისის საკრებულოა.