ქუთაისში ნარჩენების საკომპოსტე მოედანი მოეწყობა. პროექტის პრეზენტაცია ოფიცილურად ქალაქის პირველმა პირმა გიორგი ჭიღვარიამ იმ ადგილზე გამართა სადაც მოედნის მშენებლობა იგეგმება. ნარჩენების კომპოსტირებისათვის ქალაქში ასევე დაგეგმილია სპეციალური კონტეინერების დადგმა. რომელთა მეშვეობითაც ქალაქის მასშტაბით სამი პლასტმასისი ქაღალდისა და მინის ნარჩენი შეგროვდება. სპეციალური კონტეინერები მაკულატურის შესაგროვებლად განთავსდება სკოლებსა და უნივერსტეტში. კომპოსტირების მოედანის მოწყობა 6 თვის განმავლობაში დასრულდება. აშენდება შენობა, რომლის ფართი იქნება 3024 კვ.მეტრი. გეგმაშია ყოველწლიურად ქალაქის ტერიტორიაზე წარმოქმნილი 10 ათასი ტონა მწვანე ნარჩენის გადამუშავება და არანაკლებ 1020 ტონა მზა პროდუქტი-კომპოსტის მიღება . მოედნის მოწყობა ავტოქარხნის ბოლოში სპეციალური სერვისების მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი.
თვითმკვლელის სულისთვის ამგვარი მსახურება უსარგებლო და დამამძიმებელია-რას წერს მიტროპოლიტი იოანე
ქუთაის-გაენათის ეპარქია თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "თვითმკვლელობა – ტრაგედია და დანაშაული ბოლო ათი წლის განმავლობაში იმატა თვითმკვლელობებმა, რაც ქვეყანაში სოციალურ-ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მეტყველებს. სამწუხაროდ, ეს ტრაგიკული მოვლენა სიჭაბუკიდან სიბერემდე ფართო ასაკობრივ...