ქუთაისში ნარჩენების საკომპოსტე მოედანი მოეწყობა. პროექტის პრეზენტაცია ოფიცილურად ქალაქის პირველმა პირმა გიორგი ჭიღვარიამ იმ ადგილზე გამართა სადაც მოედნის მშენებლობა იგეგმება. ნარჩენების კომპოსტირებისათვის ქალაქში ასევე დაგეგმილია სპეციალური კონტეინერების დადგმა. რომელთა მეშვეობითაც ქალაქის მასშტაბით სამი პლასტმასისი ქაღალდისა და მინის ნარჩენი შეგროვდება. სპეციალური კონტეინერები მაკულატურის შესაგროვებლად განთავსდება სკოლებსა და უნივერსტეტში. კომპოსტირების მოედანის მოწყობა 6 თვის განმავლობაში დასრულდება. აშენდება შენობა, რომლის ფართი იქნება 3024 კვ.მეტრი. გეგმაშია ყოველწლიურად ქალაქის ტერიტორიაზე წარმოქმნილი 10 ათასი ტონა მწვანე ნარჩენის გადამუშავება და არანაკლებ 1020 ტონა მზა პროდუქტი-კომპოსტის მიღება . მოედნის მოწყობა ავტოქარხნის ბოლოში სპეციალური სერვისების მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი.
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას, ეტლზე მიჯაჭვულობას და ფატალურ შედეგს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 მდე ბავშვია რეგისტრირებული. საბედნიეროდ მსოფლიოში უკვე არსებობენ მედიკამენტები, რომლებიც ამ დაავადებას მნიშვნელოვნად აჩერებენ. მათ შორისაა მათ შორისაა ჯივინოსტატი (დუვიზატი) და ვამოლორონი, რომლებიც დაამტკიცა როგორც ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) ასევე აშშ სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA). საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და...









