ქუთაისში, მესხიშვილის მე-4 შესახვევში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის კედელი ჩამოინგრა.
უბედურ შემთხვევას ადგილობრივები შემთხვევით გადაურჩნენ.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ინვესტორს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გულგრილობაში ადანაშაულებს. როგორც მოქალაქეები ამბობენ, სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს და კორპუსის მშენებლობამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნათ. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.