ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა – ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს, მათივე ცნობით ცეცხლი სახურავზე გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველების ხუთი ჯგუფი მუშაობს.
ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
www.newpress.ge










