LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ქუთაისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

დაპოსტა 2024/06/06-ში
A A
65
ნახვა
გაზიარება

ქუთაისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყო და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აგვისტოს ბოლომდე იკრძალება.

3 ივნისიდან 31 აგვისტომდე, გელათის ქუჩის კვეთიდან დავით ჩირაძის ქუჩის კვეთამდე მოძრაობა შეზღუდული იქნება.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზებიც.

კერძოდ, M3 კატეგორიის N19 და M2 კატეგორიის N141 სატრანსპორტო საშუალებები, სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორის ქუჩების კვეთიდან (საფიჩხიის ცენტრიდან) ქალაქის ცენტრის მიმართულებით, კოსტავას ქუჩის ნაცვლად, გელათის ქუჩის გავლით იმოძრავებენ.

ქუთაისის მერიამ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველი ტენერი, წინადადების მიღებიდან მეოთხე დღეს, საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის მიმართვის საფუძველზე ჩაიშალა.

შესყიდვის შეწყვეტის ოქმში ეწერა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე არსებული კანალიზაციის ქსელი აღარ ექვემდებარებოდა მიმდინარე შეკეთებას. შესაბამისად, მოცემული ქსელის კაპიტალური რეაბილიტაციის გარეშე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეაბილიტირებული საავტომობილო გზის საფარის დეფორმაციის რისკებს შეიცავდა.

მეორედ გამოცხადებულ ტენდერში [NAT240005726]  პროექტის ღირებულება თითქმის ნახევარი მილიონით გაიზარდა. ტენდერში  კომპანია „ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს ფილიალმა” გაიმარჯვა, რომელიც სამუშაოებს 2 მილიონ 198 776 ლარის სანაცვლოდ შეასრულებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა გზას, რომლის სიგრძეც 746 მეტრია. ასევე გათვალისწინებულია კოსტავას ქუჩის მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციაც. გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები, ბორდიურები, სანიაღვრე არხი, სანათები.  სამუშაოები 2025 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.

ცნობისთის, მერაბ კოსტავას ქუჩა წლებია რეაბილიტაციას საჭიროებს, მოსახლეობისთვის საკანალიზაციო სისტემის პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, რომელიც პატარა წვიმის დროსაც კი იჭედება.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
“ჩემი დაკავება აბსურდულია” – ჯუანშერ ბურჭულაძე
მთავარი

მსჯავრდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კერძოდ, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ...

დაწვრილებითDetails

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ჩაინიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ბრიფინგი 14:00 საათზე ჩაინიშნა. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 6 წლის ვადით, რამდენიმე თვის წინ, მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი მარიამ მიქაძე ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ქუთაისელი მარიამ მიქაძე ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა
მთავარი

ქუთაისელი მარიამ მიქაძე ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა - ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედრაცია ავრცელებს. "მარიამ მიქაძე - საქართველოს ჩემპიონი 8 წლამდე გოგონათა შორის! მარიამმა, ელვისებურ ჭადრაკშიც იმარჯვა 9-იდან 8 ქულით...

დაწვრილებითDetails

დაახლოებით 10 000-მდე ადამიანს C ჰეპატიტი დადასტურებული აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, არ მიდიან და მკურნალობას არ იტარებენ – ზაზა ლომინაძე

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
“ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს”- ზაზა ლომინაძე გახარიას გუნდის წევრს
მთავარი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის ინფორმაციით, მალე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს C ჰეპატიტისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადებს. როგორც ლომინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 80 ათასზე მეტი ადამიანი C ჰეპატიტისგან სრულად განკურნებულია. მისივე...

დაწვრილებითDetails

პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ – გელა გელაძე

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ხალხს – გელა გელაძე
მთავარი

პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს, - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ აღნიშნა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ...

დაწვრილებითDetails

გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ გელაძე სოციალურ ქსელში თავად წერს. როგორც გელაძე აღნიშნავს, საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 7 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე...

დაწვრილებითDetails

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღეა. ახალი საქმის დაწყება გაგიმარტივდება, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინე. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი სასარგებლო იქნება.   ტყუპები   საინტერესო სიახლე ან...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ახალგაზრდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.   გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.   დაჭრილი...

დაწვრილებითDetails

14 სექტემბერის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +26, +31°; მთაში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"