ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მაღაზია გატეხეს.
ობიექტიდან უცნობმა პირებმა 300 ლარი მოიპარეს.
ქალაქის ცენტრში თვითდასაქმებულები აცხადებენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის.
“დღეს დილით რომ მოვედით, მაღაზია გატეხილი, თანხა კი წაღებული დახვდათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, აგერ გვერდით ორი დღის წინ კიდევ ერთი ობიექტი გატეხეს”,- აცხადებენ თვითდასაქმებულები.
წყარო : INFOIMERETI










