ქუთაისში, მდინარე რიონში 55 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივნისს შევიდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.
ცხედარი დღეს დილით იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.









