8 ივლისს ქუთაისში, კაფეში – „ლილესთან“- „სულაკაურის გამომცემლობა“ ლიტერატურულ ფესტივალს გამართავს, რომლის ფარგლებშიც ქუთაისელ მკითხველებს ცნობილი ქართველი მწერლების მონაწილეობით არაერთ დისკუსიასასა და ღონისძიებას შევთავაზებთ. როგორც „სულაკაურის გამომცემლობა“ აცხადებს, იქვე მსურველებს შეეძლებათ წიგნების განსაკუთრებული ფასდაკლებით შეძენა.
წარმოგიდგენთ დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს:
- 14:30 – 15:00 სთ. „როგორ ვწერთ და როგორ ვხატავთ ბავშვებისთვის“. დისკუსიის მონაწილეები: ირმა მალაციძე და ლელა ცუცქირიძე. მოდერატორი: ნანა ჩხობაძე.
- 15:10 – 15:40 სთ. „ჟანრებით თამაში“. დისკუსიის მონაწილეები: ბექა ადამაშვილი და ირაკლი მაჩიტაძე. მოდერატორი: ნინი თავხელიძე.
- 15:50 – 16:20 სთ. „ლიტერატურა ადამიანისთვის“. დისკუსიის მონაწილეები: ეკატერინე ტოგონიძე და ელენე ჯაფარიძე. მოდერატორი: ნუკა ღამბაშიძე
- 16:30 – 17:00 სთ. „მკითხველიდან მწერლობამდე“. დისკუსიის მონაწილეები: ანა კორძაია-სამადაშვილი და მათე სარალიშვილი. მოდერატორი: მაშო სამადაშვილი
- 17:00 – 17:15 სთ. ლიტერატურული თამაში მკითხველებისთვის
- 17:20 – 17:50 სთ. „წარსულის შენახვა და მომავლის შექმნა“. დისკუსიის მონაწილეები: ბესო სოლომანაშვილი და ზურა ჯიშკარიანი. მოდერატორი: მაშო სამადაშვილი
- 18:00 – 18:40 სთ. წიგნის „საქართველოს სახელით“ წარდგენა ლაშა ბუღაძესთან ერთად. მოდერატორი: ნუკა ღამბაშიძე
- 18:50 – 19:20 სთ. „თავისუფალი ლიტერატურა“. დისკუსიის მონაწილეები: დათო ტურაშვილი და თინა მამულაშვილი









