ახალ კორონავირუსულ ინფექციას ქუთაისში 57 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადიოდა.
პაციენტი კლინიკაში 18 ოქტომბერს ორმხრივი პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა. 20 ნოემბერს მამაკაცი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.
“პაციენტს ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
კლინიკაში შემოსვლის მომენტისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.
ამ დროისთვის კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 110 პაციენტი გადის. კოვიდცენტრში მკურნალობს 25 ორსული და მელოგინე. სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსი 250-მა პაციენტმა დაამარცხა.