ქუთაისში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი განიკურნა, ამის შეახებ ელჯი და კომპანიიდან იუწყებიან.
მათივე ცნობით სამ ახალ გამოჯანმრთელებულს შორის არიან დედა-შვილი ფარცხანაყანების კლასტერიდან და მამაკაცი. პაციენტები კლინიკაში მკურნალობას ორ კვირის განმავლობაში გადიოდნენ. მკურნალობის შემდეგ მათ პირველ და განმეორებით ანალიზებზე უარყოფითი პასუხები მიიღეს. COVID-19-სგან სრულად გამოჯანმრთელებულმა სამმა ახალმა პაციენტმა ქუთაისის ინფექიური საავადმყოფო უკვე დატოვა. კლინიკას ჯამში 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს და ერთის გამოჯამრთელებას ხვალ ელოდებიან.
ქუთაისის ინფექციურ სავადმყოფოში 23 ადამიანი აგრძელებს კორონავირუსზე მკურნალობას.










