ქუთაისში კორონავირუსით 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალება კლინიკა “ბომონდში” დაფიქსირდა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა, ექიმებმა მისი გასინჯვა ვერ მოასწრეს.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისის საეკლესიო კლინიკაში მკურნალობდა, მას თანმდევი დაავადებები ქონდა და მდგომარეობა დამძიმდა, ახალ კლინიკაში მიყვანა დაგვიანებული აღმოჩნდა.