„კლინიკა ბომონდი“-ს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ახალი კორონავირუსისგან 15 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილი 4 დღის იყო, როდესაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ის კლინიკაში 11 დღის განმავლობაში მკურნალობდა.
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამჟამად 26 დღის ჩვილს მკურნალობენ. ჩვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში დედასთან ერთად, სახლიდან ხუთი დღის წინ შეიყვანა. ახალშობილი დედის კონტაქტს წარმოადგენდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
განყოფილებაში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით 4 ჩვილია მოთავსებული. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევისთვის არის გაგზავნილი.
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 120 პაციენტი განაგრძობს მკურნალობის კურსს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 350-ზე მეტია.