დღეიდან ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ამ ეტაპზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნებადრთულია ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, ქუთაისშიც გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რაც დაგეგმილი და დაწყებული იყო ვირუსის გავრცელებამდე. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისი ს მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ნინოშვილის ქუჩის მე-19 ჩიხში, ბესიკის და ბერი თევდორეს ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
93 წლის ასაკში საქართველოს პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა. პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. ის კრიტიკული რეანიმაციის...










