LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს

ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

დაპოსტა 2025/10/17-ში
A A
126
ნახვა
გაზიარება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა კონკრეტული თანხების მიღების სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის საფუძველზეც ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი მიენიჭათ.
პირველ შემთხვევაში, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა დ.ტ.-მ მოქალაქეს 3000 ლარის სანაცვლოდ, გადასცა შშმ პირის ყალბი მოწმობა, რომლის საფუძველი იყო ბრონქული ასთმის დიაგნოზი – ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევებისა და კომისიის გავლის გარეშე.
მეორე შემთხვევაში, ბათუმში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა თ.დ.-მ 9500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი იმ მოტივით, თითქოს მას ჰქონდა C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება.
მესამე შემთხვევაში, ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა ც.ო.-მ 3200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში ც.ო.-მ აღნიშნული მოქალაქე მიიყვანა ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელმაც მოამზადა კომპიუტერული ენცეფალოგრაფიის ყალბი ცნობა გამოგონილი დიაგნოზით, რის შემდეგაც ც.ო.-მ მოქალაქე წაიყვანა სხვა სამედიცინო კლინიკაში კონსულტაციაზე მეორე ექიმთან, რომელმაც თავის მხრივ დაამზადა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით.
სამივე შემთხვევაში ქმედება მიმართული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში ყალბი ცნობების წარდგენითა და შესაბამისად, შშმ პირის სტატუსის მინიჭებით, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული საპენსიო და სხვა შეღავათების მიღებისკენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 25, 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას, კომერციულ მოსყიდვაში დახმარებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენასა და გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ხედავთ, არსებობს არც თუ იშვიათი შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემას, რაც გარდა სახელმწიფოსა და საზოგადოების ზოგადი ანტიკორუფციული ინტერესებისა, უდიდეს ზიანს აყენებს ძალიან ბევრი ღირსეული და პროფესიონალი მედიკოსის იმიჯს. ამიტომ მოვუწოდებთ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს თუ იმ ადამიანებს, ვისაც მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილი აქვთ – ნუ დაუშვებენ მსგავსი უკანონო ქმედების ჩადენას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციული დანაშაულების მიმართ იქნება განსაკუთრებით შეურიგებელი.

გაზიარება50

დაკავშირებული -პოსტები

“გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია კათალიკოს-პატრიარქზე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია კათალიკოს-პატრიარქზე
მთავარი

ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურედია პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება. უცვლელად გთავაზობთ ტექსტს: პატრიარქი პირველად მამაჩემის გადასახლებიდან დაბრუნებამდე ვნახე, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც იგი წირავდა - ახალგაზრდა, მადლმოსილი გარეგნობის ქრისტიანი მწყემსმთავარი. იმჟამად...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 19 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7189 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034...

დაწვრილებითDetails

„საქართველოში დაახლოებით, 7 500 მეწყერსაშიში ადგილია “- სანდრო თვალჭრელიძე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
„საქართველოში დაახლოებით, 7 500 მეწყერსაშიში ადგილია “- სანდრო თვალჭრელიძე
მთავარი

„ეს მეწყერი ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია“ - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გეოლოგი და ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში დაწყებულ მეწყრულ პროცესებს. მისი თქმით, პროცესი ქვის კარიერებმა გამოიწვია, რომლებიც სოფლის...

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება – რა ღირს ერთი გრამი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 988 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.29%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც...

დაწვრილებითDetails

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
მთავარი

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნავს. როგორც...

დაწვრილებითDetails

“სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ ” – რუსეთის პატრიარქი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ ” – რუსეთის პატრიარქი
მთავარი

რუსეთის პატრიარქი, კირილე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი. სრულიად...

დაწვრილებითDetails

სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი
მთავარი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი საპატრიარქოში მივიდა - როგორც მაღალმა იერარქმა მედიასთან განაცხადა, მისი წინადადება სინოდის სხდომაზე იქნება, რომ პატრიარქსი სამებაში დაკრძალონ. მე თუ მკითხავენ, ვფიქრობ, რომ სამება მისი...

დაწვრილებითDetails

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაინულმა სასამართლომ მიიღო. გადაწყვეტილებას ადგილზე ხმაური მოჰყვა. წყარო: ტვ პირველი

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დეტალებზე იმსჯელებენ. დაზუსტდება, როდის და სად დაიკრძალება ილია მეორე. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. საპატრიარქოს მიმდებარე...

დაწვრილებითDetails

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება – ყველას გთხოვთ, ვისაც კი უწმინდესისთვის აუგი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ – მამა შალვა კეკელია

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“გვაგინებენ, ქვეყნის მტრებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან, რუსოფილები ხართ თქვენ ვინც ამას ლაპარაკობთ”- მამა შალვა
მთავარი

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება - ყველას გთხოვთ, ვისაც კი მისთვის აუგი გითქვამთ, ცუდი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ. ეს თქვენ გჭირდებათ, უწმინდესს არ სჭირდება არც შენდობა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"