ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, 12-15 მაისს, ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022” გაიმართება.
ფესტივალის პროგრამა:
12 მაისი
18:00 საათი – დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022“ -ის გახსნა. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა; გალერეის ფასადზე თემატური ფოტო- გამოფენის „Urban Landscapes“ პრეზენტაცია.
20:00 საათი – დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის შიდა ეზო, მოწვეული მხატვრების ვიდეო პროექციები.
13 მაისი
12:00 საათი – ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, კონფერენცია; სალონიკის მუზეუმის და პარიზიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ, მუზეუმისა და რესტავრაციის უახლეს მეთოდოლოგიაზე სემინარის და დისკუსიის გამართვა
15:00 საათი – ქუთაისის ფოტო- მუზეუმის საარქივო მასალის გამოფენა (სალონიკის და ქუთაისის ფოტო- მუზეუმებს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაფორმება);
ქუთაისის მხატვართა კავშირის საგაზაფხულო გამოფენა;
19:00 საათი – დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის შიდა ეზო, ვიდეო პროექცია;
14 მაისი
12:00 საათი – ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, მხატვრების პრეზენტაცია;
15:00 საათი – მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი, ბაღდათი, სტუმრების საქმიანი ვიზიტი ;
19:00 საათი – დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ფასადზე Street Art, Rock & Wall პროექტის პრეზენტაცია. პიერ ტერასონი (ფოტოგრაფია), კახა ერისთავი (ფერწერა), ინსტალაცია , ფოტო- კოლაჟი , გაგა ფრანის მუსიკის თანხლებით .
15 მაისი
12:00 საათი – გელათის სამონასტრო კომპლექსში მოწვეული რესტავრატორების და საერთაშორისო მუზეუმების წარმომადგენლების პროფესიული ვიზიტი ;
„ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022“ – ის დახურვა.