USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) წარმომადგენლები ვებ-გვერდის crop2shop.ge პრეზენტაცია გამართეს
ვებგვერდი Crop2shop.ge წარმოადგენს ექსპორტის გზამკვლევს, რომელიც აღწერს 21 პროდუქტის სხვადასხვა ბაზრებზე ექსპორტისთვის საჭირო პროცედურას. აღნიშნული ვებ-გვერდი დაეხმარება კომპანიებს მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ექსპორტის პროცედურების, ტექნიკური მახასიათებლების, საექსპორტო ბაზრების, სავაჭრო გამოფენების და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. ვებგვერდი გახდება პრაქტიკული გზამკვლევი კომპანიებისათვის, რომელიც მათ ექსპორტზე ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს.
პირველი შეხვედრა დღეს ქუთაისში გაიმართა
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით, ექსპორტის განვითარების ასოციაციამ იანვარში პროექტის „Crop2Shop” ფარგლებში უკვე ჩაატარა რეგიონული ტური, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები ექსპორტიორ და ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებთან, მოხდა მათი პრობლემების იდენტიფიცირება, რის შედეგადაც ასოციაციამ უზრუნველყო მათთვის საჭირო, ექსპორტთან დაკავშირებული, ინფორმაციის მოკვლევა და ერთ სივრცეში – crop2shop.ge -ზე განთავსება.
The USAID Agriculture Program – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი.
ექსპორტის განვითარების ასოციაცია – (EDA) 2012 წლიდან ეხმარება ქართველ მეწარმეებს ექსპორტის პოტენციალის ზრდაში, უზრუნველყოფს ქართული კომპანიებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, საექსპორტო მარკეტინგული გეგმის შემუშავებას, ბაზრის კვლევას, ექსპორტის მართვის მომსახურებას და წარმოებისა და მომსახურების დარგის კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობას.