ქუთაისში დროშის დგარის მოწყობის სამუშაოები განახლდა – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს “ნიუ იბერიას” დირექტორმა, მანანა მარუაშვილმა განუცხადა.
“დღეს დავიწყეთ მუშაობა. დაახლოებით 21 მარტის შემდეგ ჩვენ გაჩერებულები ვარ. ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადა არის 29 მაისი და ჩვენს ამიტომ ვიჩქარეთ სამუშაოების განახლება. თუ რაიმე არ შეიცვალა, 29 მაისს ყველაფერი მზად უნდა იყოს. მოგეხსენებათ ფორსმაჟორში ვიმყოფებით, ქვეყანაში სიტუაცია როგორც იქნება ისე გავაკეთებთ. ჩვენ აქამდეც გავაკეთებდით დგას, მუშაოების უფლება რომ გვქონა. ამ ეტაპზე მხოლოდ ხიმინჯებია ჩასმული. ცვლილებები არ გვაქვს, პარამეტრები რაც იყო მოცემული ყველაფერი იმ პარამეტრებში კეთდება” – განაცხადა მანანა მარუაშვილმა “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
კომპანია “ნიუ იბერიამ” მერიის მიერ მეექვსედ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. სამუშაოები, რომელთა ღირებულება 49 959 ლარს შეადგენს დროშის დგარის საფუძველის მოწყობასა და მის დამონტაჟებას მოიცავს. დროშა ნიკეაზე უნდა აღიმართოს. მისი სიმაღლე 46 მეტრია, უშუალოდ დროშა კი 10 მეტრი სიგრძისა და 7 მეტრი სიგანის იქნება.









