ქუთაისში დილიდან ახალი წლის აღსანიშნავად ემზადებიან. მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, ღონისძიებები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 10:00 საათიდან დაიწყო.
იმართება ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარების, ქუთაისში არსებული კვების ობიექტებისა და მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ასევე, საახალწლო დღის კონცერტი, ადგილობრივი საესტრადო-საბავშვო სტუდიების მონაწილეობით.
ამასთან, მოწყობილია ფოტოზონები, თეატრალური წარმოდგენები ბავშვებისთვის.
22:30 საათიდან ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება. 00:30 საათიდან კი Dj დაუკრავს.
საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება.










