ქუთაისში განჯის ქუჩის #12 ბინის მცხოვრებლები ბიზნესმენ დავით კოსტავას უპირისპირდებიან. მოქალაქეები ბიზნესმენის მიერ მათი დაშანტაჟების მცდელობაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, ბიზნესმენი ცდილობს ამ გზით მოიპოვოს მათი კორპუსის გვერდით, რიონის სანაპიროზე უკანონო მშენებლობის გაგრძელების უფლება, რასაც ეწინააღმდეგებიან.
მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ბიურო.
სამშენებლო კომპანია “იბერია სტარ გრუპის” მენეჯერი ქეთევან იაკობიძე კი აცხადებს, რომ ის, რასაც კომპანია მოსახლეობას დაპირდა, ყველაფერი შესრულებულია, თუმცა სამშენებლო კომპანიის მაკეტზე, სადაც აღნიშნული კორპუსია გამოსახული, მითითებულია, რომ იქვე რეკრეაციული ზონა და სტადიონი უნდა მოეწყოს.