ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 213 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთ პირთან არ დადასტურდა. იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად მედპერსონალს ჩაუტარდა და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებულ კარანტინებში 144 პირი იმყოფება.