ქუთაისში გამოკვლეული 204 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით ანალიზებს შორის წყალტუბოს საკარანტინო სივრცის პერსონალის, მოხუცთა თავშესაფრის პერსონალისა და ბენეფიციარების, ასევე იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ბიოლოგიური ნიმუშები იყო.
ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში 260 პირი იმყოფება.










