ქუთაისში გამოკვლეული 189 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძემ გიორგიძის თქმით კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად მედპერსონალს ჩაუტარდა და „კოვიდ 19“ არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.
წყალტუბოს სასტუმრო „სპა ლეგენდსში“ არსებულ კარანტინში წუხელ მოქალაქეთა ახალი ჯგუფი შეიყვანეს და ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით კარანტინში 316 პირი იმყოფება.