ქუთაისში ბოლო ორი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პირებს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ საკონტროლო ტესტს დღეს გაუკეთებენ.
საკონტროლო ტესტირება ხვალაც განმეორდება. კლინიკის მთავარი ექიმი თეიმურაზ ნადირაძე ვარაუდობს, რომ პაციენტები ხვალ ან ზეგ გაეწერებიან.
ახალი საკვლევი პაციენტების სტაციონარში ბოლო 15 დღეა არ შესულან.










