სოციალურ ქსელში, ფეისბუქ ჯგუფში “სიახლე ქუთაისში” პიროვნება ანონიმურად ავრცელებს პოსტს, სადაც ამბობს,რომ ლიბერთი ბანკის, ბანკომატიდან თანხის გამოტანის დროს ,გვერდით სხვა პიროვნებას დაეხმარა ,რა დროსაც მის ბანკომატთან სხვა პიროვნება მივიდა და ვარაუდობს, რომ თანხა მოპარეს.
დღეს ახალგაზრდობის(პიონერთა) პარკთან მდებარე ლიბერთი ბანკის გარე ბანკომატიდან პენსიის გამოტანა მინდოდა. ბარათი გავატარე, კოდი ავკრიფე და ფულს ველოდებოდი, ამ დროს გვერდითა ბანკომატთან მყოფმა მთხოვა დახმარება. ისე გავითიშე ფული რომ უნდა ამეღო დამავიწყდა და იმას დავეხმარე. აქეთ რომ მოვტრიალდი ჩემ აპარატთან უკვე ვიღაც იდგა. ისე ვიყავი გათიშული, არც მახსოვდა რომ მე იქ პროცედურები გავლილი მქონდა და მარტო ფული უნდა ამეღო. მე ვიფიქრე ალბათ ბარათი არ გამიტარებია თქო. შევბრუნდი მეორე აპარატისკენ და ფული მოხსნილი იყო. უცებ გამახსენდა ყველაფერი მაგრამ ის მამაკაცი იქ აღარ იყო. თუ კითხულობ ამას და იცანი შენი თავი, დააბრუნე თანხა, პენსია 450 ლარი ჩაწოლილი ინსულტიანი კაცის ფულია. ვადა გაქვს 3 დღე, რომ პოლიციაში საჩივარი არ შევიტანო. ეგრევე წავედი პოლიციაში, ჯერ ბანკში დაწერე განცხადებაო იქნებ ბანკმა შეაბრუნა ფულიო. ამას გაარკვევენ 2-3 დღეში და შემდეგ პოლიციას გადაეცემა საქმე. არ გინდა რა ასეთი ხათაბალა. ბანკი იმ შემთხვევაში აბრუნებს უკან ფულს 4 – 5 წუთის განმავლობაში თუ არ აიღებ ფულს. ამის ვარიანტი იქ არ იყო სულ წამებში მოხდა ყველაფერი. თავზე კი ადგას აპარატს კამერა. არ ვიცი როგორ გასაგებად დავწერე, ჯერ კიდე შოკში ვარ.-წერია პოსტში.










