ქუთაისში ახლადრეაბილიტირებული ნინოშვილის სკვერის ნაწილი დატბორილია.
ქუთაისში მეორე დღეა ძლიერი წვიმა და ქარია. სინოპტიკოსები ხვალს დღის მეორე ნახევრიდან ვარაუდობენ გამოდარებას.
ცნობისთვის, ნინოშვილის სკვერის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდა და მის მოწყობაზე 1 250 000 ლარამდე დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს, საფეხმავლო ბილიკებსა და მწვანე საფარს. ამასთან, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, ძელსკამები და დეკორატიული სანათები. სკვერი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის










