ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ორსულ ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელი, მამუკა მიქაძე აცხადებს, 43 წლის ქალი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გუშინ საღამოს შეიყვანა, ის 33 კვირის ორსულია.
„პაციენტს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი და შედეგი უარყოფითია,“- განაცხადა მამუკა მიქაძე.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში ორი პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.