10:00 საათის მონაცემებით ქუთაისში ხმა 11 390-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 7,4%-ია. მონაცემები 2017 თვითმართველობის არჩევნების ამ დროის აქტივობასთან შედარებით 2%-ით მეტია. 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ოლქში სამი საჩივარია შესული, სამივე პროცედურულ დარღვევებზეა დაწერილი. ლალიაშვილმა ასევე ისაუბრა 44-ე უბანზე მომხდარ ინციდენტზე, მისი თქმით, დაწყებულია მოკვლევა, რეალურად ვის მიერ მოხდა განცხადების დაწერა გადასატანი ყუთით სარგებლობის შესახებ. ქუთაისში 153 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი აქტიური დღეა. ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება, თუმცა გადაწყვეტილებებს ნუ იჩქარებთ. კურო ფინანსებში სიფრთხილე გმართებთ. სამსახურში წარმატებას მიაღწევთ. ტყუპები საინტერესო სიახლეს მიიღებთ. ყურადღება დეტალებს მიაქციეთ. ...










