დღეს დილით, დაახლოებით 7 საათზე, ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ბორდიულზე გადავიდა, საბურავი გაუსკდა და ბოძს შეეჯახა.
ავტომობილში მყოფი ორი მგზავრიდან ერთი მძიმედ, მეორე შედარებით მსუბუქად დაშავდა. ისინი ახალგაზრდა მამაკაცები არიან და როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამსახურიდან შინ , ღამის ცვლიდან ბრუნდებოდნენ.
ადგილზე საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იმყოფებოდნენ.
megatv.ge -ს ფოტო და ტექსტური მასალა ანი შველიძემ მიაწოდა.