12 ივნისს 11:00 საათზე ქუთაისში ავტორალი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი და მოყვარული მრბოლელები. ღონისძიება ილია ჭავჭავაძის გამზირზე სახიდე გადასასვლელის ქვეშ არსებულ საავტომობილო გზაზე, მდინარე რიონის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზატორია ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და დასავლეთ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია.










