ქუთასიში, გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მეორე პირი კი, რომელიც საჭესთან იჯდა ქუთაისში, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
როგორც “მეგა ტვ”-ს აცნობეს მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.
მამაკაცს ავარიის შედეგად ხერხემლის ნეკნების მოტეხილობა და ფილტვების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.
ავარია ქუთაისში გუშინ დილით მოხდა. ავტომობილი ბორდიულსა და პალმის ხეს შეეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ვინ არის ქუთაისში ავტოავარიისას ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა (+ფოტო)










