ქუთაისს კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი ეწვია. კორეელ დიპლომატს ვიცე მერი დავით ერემეიშვილი შეხვდა. – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია , რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ია სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
საელჩოს მხრიდან შეხვედრას პოლიტიკის და ეკონომიკის ატაშე ბიუნ სენგვუ დაესწრო.