3 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში ჩატარებულ საქველმოქმედო აქცია-კონცერტზე 250 000 ლარი შეგროვდა.
თანხა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციებისას უკანონოდ დაჭერილი და დაჯარიმებული ადამიანების მხარდაჭერას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ 250 ათასი ლარი 01:00 საათის მონაცემებია.
„რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ“- ამ სახელწოდებით, გუშინ, 3 ივნისს, თბილისსა და ქუთაისში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა.
აქცია-კონცერტი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 21:00 საათიდან დაიწყო და მასში მონაწილეობას 30-მდე ქართველი მუსიკოსი იღებდა.
მათ შორის:
- გიორგი უშიკიშვილი & ბექა გოჩიაშვილი;
- შოთა საგანელიძე;
- Moku Moku;
- წერილი;
- Kordz;
- Mechanical Rainbow;
- ლექს სენი & თიკო;
- ნატალია ნაყოფია;
- Bedford Falls;
- Circus Mircus;
- The Window;
- Quemmekh;
- არა;
- ყველა;
- Creams;
- ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი;
- ბექა გოჩიაშვილი & თემურიკო დიასამიძე;
- ფანიკო;
- ავარა;
- თამადა;
- მერაბ სეფაშვილი;
- ლელა წურწუმია;
- რობი კუხიანიძე;
- დაგდაგანი;
- Loudspeakers;
- გამოუვალი მდგომარეობა;
- Process.
ქუთაისში კი კონცერტი ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობდა, სადაც ის ადამიანები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს და უარს ეუბნებიან რუსულ რეჟიმს.
ქუთაისში კონცერტში მონაწილეობდნენ:
- SKAZZ
- ბაჩო ჯიქიძე
- WILL KOLAK
- STRESS
- SEE ME
- გერჩი
- LOUIE
ორგანიზატორების განმარტებით, აღნიშნული აქცია-კონცერტით, ერთი მხრივ, შეაჯამეს ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი, მეორე მხრივ კი, ქართველმა მუსიკოსებმა, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარსს და მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია მათივე საბრძოლო იარაღით – მუსიკით.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში თითქმის 2 თვეა, იმართება. გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებებით, მოსამართლეები, პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე, ანტირუსული აქციების მონაწილეებს დღემდე კოლოსალური რაოდენობის თანხებით აჯარიმებენ.
ცნობისთვის, გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებებით, მოსამართლეები პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ანტირუსული აქციების მონაწილეებს დღემდე კოლოსალური რაოდენობის თანხებით აჯარიმებენ.










