გადაცემის “შუადღე ქუთაისში” სტუმარი გახლდათ საკალათბურთო კლუბ “ქუთაისი 2010”-ის მწვრთნელი კოტე ტუღუში. მთავარმა მწვრთნელმა კლუბის მიზნებზე და იმ შემადგენლობაზე ისაუბრა, რომლითაც მიმდინარე წელს კლუბი უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.
“საკმაოდ კარგ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი, ცოტა გაახალგაზრდავება მოხდა შემადგენლობის, ამ ამბავს პოზიტიურად ვუყურებ. ნიკოლოზ სოსელიას კიდევ უფრო მეტი როლი დაეკისრება, ბაქარ ბერეკაშვილი რომელიც ესპანეთში რომელიც ესპანეთში თამამაშობდა და დაუბრუნდა საკუთარ ქალაქს, არაერთი საინტერესო კალათბურთელი გამოჩნდება წელს ჩვენს შემადგენლობაში”.