საქართველოს სუპერლიგის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა!
“ქუთაისი 2010” – ჩემპიონის ტიტულს არ თმობს და წელს ზედიზედ მეორედ, ხოლო ჯამში მეოთხედ – ჩემპიონი გახდა!
გადამწყვეტი ბრძოლა “თსუს” წინააღმდეგ დღეს “ქუთაისი 2010-ის” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
გუნდებს შორის სეზონის ყველაზე დაძაბული ბრძოლა შედგა, თუმცა ქუთაისმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი სიძლიერე, ლიდერობა, გუნდურობა და თამაში საბოლოო ანგარიში 93-82 ,11 ქულიანი სხვაობით დაასრულა!
შეგახსენებთ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალი ქუთაისში დაიწყო სადაც 2 ჯერ “თსუ” დაწინაურდა, შემდეგ 2 მატჩში კი ქუთაისურმა კლუბმა ანგარიში შემოაბრუნა და დღეს შესანიშნავი შედეგიც დადო! სუპერლიგის ჩემპიონი ისევ ქუთაისია!!!