ქუთაისი–სამტრედიის გზაზე ავარიას ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა აეროპორტთან ახლოს მოხდა, ავტომომობილი გზის გამყოფ ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
ავარიის შედეგად ავტომანქანაში მსხდომი მგზავრებიდან ორი, ახალგაზრდა ქალი და 8 წლამდე ასაკის მოზარდი გარდაიცვალა. ქალი ადგილზე დაიღუპა, ბავშვი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მანქანაში მსხდომმა სხვა პირებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.
გარდაცვლილები ახლო ნათესავები იყვნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.