“ქუთაისი არავის აპატიებს საკუთარი ისტორიის წაშლას” – ტორპედოს ფანები მთავრობას მიმართავენ.
“მეგა ტვ” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც ქუთაისი მერის დღევანდელი განცხადებიდან ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ როდის და როგორ ამ დეტალებზე არავინ საუბრობს.
რეალურად კლუბს უკვე ყველანაირი ვადა ეწურება ფედერაციის და “უეფას” მოცემული.
ამასობაში ქუთაისში დაძაბულობამ უკვე პიკს მიაღწია.
ჩვენ მაინც გვინდა ბოლომდე გვჯეროდეს, რომ სახელმწიფო ასე არ გაწირავს ტორპედოს და ქუთაისს.
საქართველოს მთავრობა თუ რაიმეთი შეგიძლიათ დაგვეხმარეთ.
გაითვალისწინეთ ქუთაისი არავის აპატიებს საკუთარი ისტორიის წაშლას და არც არასდროს დაივიწყებს ვინ და როგორ ეხმარებოდა ფეხზე დადგომაში თუ პირიქით წაქცევაში…
თხოვნა იქნება ყველამ გააზიაროთ პოსტი , და კომენტარებში მონიშნოთ საქართველოს მთავრობა” – ნათქვამია ტორპედოს ფანების განცხადებაში.