ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტი 61 032 200 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტი საკრებულოს სხდომაზეერთხმად დაამტკიცეს. აღსანიშნავია რომ საკრებულოს სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.
ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 61 236 000 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტი წინა წლის ფინანსურ დოკუმენტთან შედარებით, 7 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
“ბიუჯეტი დავამტკიცეთ 61 236 200 ლარის ოდენობით. რგფ-დან წლის ბოლომდე ველოდებით 14 მილიონი ლარს. 12 ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, ხოლო 2 სკოლების რეაბილიტაციაზე. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი არ გვაქვს. წლის ბოლომდე ბიუჯეტი 75 მილიონამდე გაიზრდება,”-განაცხადა მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა, დავით ნიშნიანიძემ.
“მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური დეცენტრალიზაცისკენ გადადგმულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ უფრო ღია, გამჭირვალე და შედეგობრივი გახადა ბიუჯეტის ფორმირების პროცესი. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღებისას მნიშვნელოვანი იყო მოქალაქეთა ჩართულობის პროცესი. მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ღია დიალოგის და საჯარო შეხვედრების ფორმატები, რომელშიც მუნიციპალიტეტის ხელისუფლებასთან ერთად ჩართული იყო საკანონმდებლო და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი. ვფიქრობ, ბიუჯეტის პრიოროტეტები სწორად პასუხობს მოსახლეობის მოლოდინებს და მოთხოვნებს. ბიუჯეტის შესრულების პროცესში საკრებულო მაქსიმალურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა აწარმოოს ეფექტური კონტროლი ბიუჯეტის ხარჯვით თუ შესრულების ნაწილზე.” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა დასახელდა.